მისია, ხედვა, ღირებულება

კომპანიის ხედვა, მისია, ღირებულებები
‘ვორლდ-ვაიდ სუროგასის’’ მთავარ, უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს სუროგაციისა და დონაციის პროგრამების წარმატებით განხორციელება საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ წამყვან კლინიკებში. ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს სრული პროცესის განხორციელებას მაქსიმალურად მცირე დროში. პოტენციური მშობლისათვის ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამა, სრულყოფლად გამოკვლეული სუროგატი დედა და კვერცხუჯრედის დონორი, ასევე მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის წარმატების სრულ გარანტს, რაც პრაქტიკიდან გამომდინარე ისახება სტატისტიკაში. კომპანიის თითოეული თანამშრომელი გრამად აცნობიერებს მის პასუხისმგებლობასა და როლს ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეში და ერთობლივი მუსაობიის პრინციპით ვუზრუნველყოფთ ასობით ოჯახის გაბედნიერებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ვინაიდან დღესდღეობით უშვილობის საკითხი მწვავედ დგას მსოფლიო მასშტაბით და მისი გადაჭრა საკმაოდ მაღალ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ჩვენი კომპანია გამუდმებით მუშაობს სხვადასხვა სახის სუროგაციისა და დონაციის პროგრამებზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თითოეული უშვილო ოჯახისათვის.
,,ვორლდ-ვაიდ სუროგასის’’ მთავარი მისიაა უზრუნველყოს პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, სრულფასოვანი, ინოვაციური, საერთაშორისო დონის, უწყვეტი კონსულტაცია, კომპანია ისწრაფვის ხელი შეუწყოს საერთაშორისო ურთოიერთობებს მსოფლიოს წამყვან ხელოვნური განაყოფიერების კლინიკებთან, შეინარჩუნოს ადგილობრივ და საერაშორისო ბაზარზე მომსახურეობის მაღალი ხარისხისა და  ნდობის მაღალი მაჩვენებელი,  წვლილი შეიტანოს ოჯახების სრულყოფასა და მათ გაბედნიერებაში.
 

ჩვენი ხედვა:
,,ვორლდ-ვაიდ სუროგასი’’ არის საერთაშორისო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც საუკეტესო სუროგატი დედებისა და კვერცხუჯრედის დონორების დახმარებით ქმნის უამრავი ოჯახის ბედნიერ მომავალს.

ჩვენი ღირებულებები:

  • პატიოსნება და სამართლიანობა
  • პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება და პატივისცემა
  • სანდოობა და კულტურათაშორისი ღირებულებები
  • მუდმივი განვითარება